სკოლებში, სადაც სწავლება დასწრებული ფორმით იქნება, მასწავლებლების ტესტირება რეგულარულად მოხდება-მიხეილ ჩხენკელი
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, სკოლებში, სადაც დასწრებული ფორმით განახლდება სასწავლო პროცესი, მასწავლებლებს ტესტირება რეგულარულად ჩაუტარდებათ.

მისივე თქმით, სისტემატური ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ მოხდება.
„სკოლებში, სადაც დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული. ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება. ასევე სამინისტრო ყოველთვის ამ პრინციპს იცავდა, რომ სკოლებში, ისევე, როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google