მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემა წამლების ფასია - NDI
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მთავარი პრობლემას წამლების საფასური წარმოადგენს.
მოსახლეობის მიერ დასახელებული ძირითადი პრობლემების პირველი ხუთეული ასეთია:

-წამლების საფასური — 46%;
-პანდემიასთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოწვევები — 25% ;
-საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა კორონავირუსთან მიმართებაში — 16%;
-ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა — 14%;
-საავადმყოფოებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა — 13%;

კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში განხორციელდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). 



| Print |
FaceBook Twitter Google