NDI-ს მიერ გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს "ქართული ოცნებაა"
NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 31 პროცენტი აცხადებს, რომ მათ
შეხედულებებთან ახლოს "ქართული ოცნება" დგას. 25 % ამბობს, რომ მათ
შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ არის, ხოლო 24 პროცენტი
პასუხის აგცემისგან თავს იკავებს.
5 პროცენტის თქმით, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს
"ნაციონალური მოძრაობაა", ხოლო 9 პროცენტისთვის სხვა პარტიები.
NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში განხორციელდა.
სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი
ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ
ენებზე.
მასალის გამოყენების პირობები