კახეთში ჰაერის ტემპერატურა დილით 11 გრადუსამდე გათბება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

უწყების ინფორმაციით, მზიანი ამინდია იქნება გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი. +9 გრადუსია დილით სიღნაღში, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /