კორონავირუსით კახეთში კიდევ 60 ადამიანი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში, კახეთის მასშტაბით, კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დაინფიცირებულთა რიცხვი 10 549- მდე გაიზარდა.

ამ ეტაპზე კახეთში მკურნალობას 1 209 მოქალაქე გადის. მათ შორის 1 075 ბინაზე მკურნალობს, 6 კოვიდ - სასტუმროში, ხოლო 128 იმყოფება კოვიდ- კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 758- ია, ხოლო თვითიზოლაციიდან 175 ადამიანი მოიხსნა. ვირუსი 158 - მა პაციენტმა დაამარცხა. სულ კი გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობამ 9 240- ს მიაღწია.

| Print |
FaceBook Twitter Google