დედოფლისწყაროში კომპანია „ფრონტერას“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" ყოფილი თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, , კომპანიას ამოღებული ნავთობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გატანის უფლებას არ მისცემენ, რადგან მათ შეთანხმება დაარღვიეს და პროდუქტის რეალიზების შემდეგ დავალიანების დაფარვაზე კვლავ უარს ამბობენ. ნავთობაზასთან შეკრებილები სახელფასო დავალიანებების გასტუმრებას და უსამართლოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ორ წელზე მეტია უშედეგოდ ითხოვენ.

დედოფლისწყაროს კომპანიის მენეჯერის გიორგი ჯანიაშვილის თქმით, “ფრონტერას” ხელმძღვანელობა მზად არის ყოფილ თანამშრომლებს შეხვდეს და არსებული საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილოს. თუმცა აქციის მონაწილეების განმარტებით, ამ დრომდე კომპანიიდან მათთან კონტაქტზე არავინ გამოსულა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ფრონტერას" 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ ჯამში მილიონამდე ლარი. კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს გასულ წელს მიმართეს.

| Print |
FaceBook Twitter Google