ლაგოდეხში კორონავირუსით 64 წლის კაცი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსს ემსხვერპლა 64 წლის კაცი, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან  იყო. ის მკურნალობის კურსს ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადიოდა.

ამ ეტაპზე კახეთია რეგიონში მკურნალობას  გა დის 1209 მოქალაქე, მათ შორის 1075 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 6 კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 128 იმყოფება კოვიდ - კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა კი 758- ია.


| Print |
FaceBook Twitter Google