კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მსოფლიოში 100 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 100 032 461 შემთხვევა გამოვლინდა, 2 149 818 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 55 239 856 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 25 362 794 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 423 010 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google