კახეთში ღამით ყინვა -1 გრადუსამდე დაიკლებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში კვლავ მზიანი ამინდია მოსალოდნელი. უწყების ინფორმაციით, დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსამდე გათბება.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი. +9 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /