კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 742 ადამიანს დაუდასტურდა, 1 081 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 18 007 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 10 627 ანტიგენის ტესტით და 7 380 PCR ტესტით. საქართველოში კორონავირუსის 255 564 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 245 527. გარდაიცვალა 3 108 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 490, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 069. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 353 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google