StopCov –ge -ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 12
კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 255 564
შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 245 527.
გარდაიცვალა 3 108 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში
საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო
კარანტინის რეჟიმი.
მასალის გამოყენების პირობები