კახეთში დღეს იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში წვიმიანი ამინდი იქნება. უწყების ინფორმაციით ტემპერატურა 10 გრადუსამდე გათბება.

იწვიმებს გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც ნალექს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე იწვიმებს თელავში, სადაც დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა და +9 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით -3 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / წვიმა /