ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 167 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 669 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 285 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებლები ასე გამოიყურება: : აჭარაში - 40, იმერეთში - 119, ქვემო ქართლში - 41, შიდა ქართლში - 23, გურიაში - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 79, კახეთში - 49, მცხეთა-მთიანეთში - 6, სამცხე-ჯავახეთში -10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.

ინფიცირების მიმდინარე შემთხვევებიდან 2 731 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 610, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი, 17. 322 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 3 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 17 108 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google