ფოტოკონკურსი მოსწავლეებისთვის - "ჩემი პერსონალური მონაცემები ჩემია"
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე - „ჩემი პერსონალური მონაცემები ჩემია.“
კონკურსი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამოცხადდა.  

კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოში მოქმედი ყველა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეს შეუძლია.

ინსპექტორის სამსახურში ამბობენ, რომ კონკურსის მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოზარდების განვითარების ხელშეწყობა და არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმაა.

ფოტოგადაღება ნებისმიერი მოწყობილობის (მობილური ტელეფონის, ფოტოაპარატის, ვიდეოკამერის და სხვა) საშუალებით არის შესაძლებელი. საკონკურსო ნამუშევრები შინაარსობრივად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემას.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 4 გამარჯვებული, კერძოდ:

სოციალურ ქსელში ხალხის რჩეული - გამოვლინდება ე. წ. Facebook Like-ების მეშვეობით;
ჟიურის რჩეულები - ჟიურის მიერ გამოვლინდებიან პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული კონკურსანტები.

საკონკურსო ნამუშევრები 2021 წლის 11 თებერვლის ჩათვლით მიიღება შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ფოტოები, კონკურსის დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმების შემდგომ, 12 თებერვალს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფიციალურ „Facebook“ გვერდზე განთავსდება.

კონკურსის გამარჯვებულები 2021 წლის 22 თებერვალს დასახელდებიან. კონკურსის ოთხივე გამარჯვებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქარი.






| Print |
FaceBook Twitter Google