ბოლო 7 დღეში დადებითობის მაჩვენებელი 4.7%-ს შეადგენს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადებითობის მაჩვენებელი ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლებია - 3,5%, ბოლო 7 დღეში - 4.7%, ბოლო 14 დღეში კი 5.8%.
მისივე თქმით, სტაბილიზაციის თვალსაზრისით ბოლო 7 და 14 დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

„ზოგადად, იანვარში არის 8%, ბოლო 30 დღის განმავლობაში - 4%“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, პიკი იყო 20 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე, როდესაც ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მესამე გატესტილი იყო დადებითი. ინფექციის ცირკულაცია მცირდება, რასაც შენარჩუნება სჭირდება ფრთხილი ნაბიჯებით.“-განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ 669 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 637.

| Print |
FaceBook Twitter Google