იაპონიის საელჩომ თელავს რეანომობილი გადასცა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოში იაპონიის საელჩომ 4 ახალი, მაღალი გამავლობისა და ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადასცა.
რეანომობილები ოზურგეთში, ამბროლაურში, თელავსა და ზუგდიდში გადანაწილდება.

„დღევანდელი დღე ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა იაპონიის მთავრობასა და საელჩოს. ახალი რეანიმობილები ოთხ სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება, რის შედეგადაც სამედიცინო მომსახურეობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. მაღალი გამავლობის სამედიცინო ავტომობილი პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ავტოპარკის განახლებაზე და ამისთვის დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად ვმუშაობთ. მიმდინარე წელს 60 ერთეული მანქანის დამატებაცაა დაგეგმილი“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა. ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ ნაწილდება.

| Print |
FaceBook Twitter Google