კახეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთის უმეტეს რაიონებში იწვიმებს. უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 9 გრადუსამდე გათბება.

გურჯაანში, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსს მიაღწევს, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი. +6 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google