COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირებას სკოლის თანამშრომელთა მინიმუმ 20% გაივლის- ეკატერინე დგებუაძე
განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყება, პედაგოგები სავალდებულო ტესტირებას ყოველ ორ კვირაში ერთხელ გაივლიან.

COVID-19 -ზე ტესტირების ვალდებულება აქვთ ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც, სკოლამ საკუთარი თანამშრომლები შრომის ინსპექციის სპეციალურ საიტზე https://labour.moh.gov.ge, უნდა დაარეგისტრიროს.
„ ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია“, – განაცხადა მან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სკოლის პედაგოგთა ტესტირების პროცესი უკვე მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემებით ტესტირება ჩატარებული აქვს 1285 მასწავლებელს.


| Print |
FaceBook Twitter Google