საქართველოში 589 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 676 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 253 ისევ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 44, იმერეთი - 139, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 41, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი -20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 910, საიდანაც: 2 694 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 589 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, 311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 905 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 17 105 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google