კოვიდინფექციით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 257632 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 248537, გარდაიცვალა კი 3159 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსი გუშინ 723 ადამიანს დაუდასტურდა, 932 გამოჯანმრთელდა, 19 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google