საქართველოში 5 თებერვლამდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18,+23 , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12,+17 გრადუსი იქნება. თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14,+16 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google