თემურ წიკლაური გარდაიცვალა
მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა, - ამის შესახებ მომღერლის შვილიშვილი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი კორონავირუსით ინფიცირების გამო, გორში, სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.თემურ წიკლაური 1946 წლის 22 იანვარს დაიბადა. 1972 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1967 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1967–1972წწ. ანსამბლ „ციცინათელას" წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას" სოლისტი.

2014 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

| Print |
FaceBook Twitter Google