კორონავირუსის კიდევ 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განმარტებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 858 ადამიანს დაუდასტურდა, 580 კი გამოჯანმრთელდა.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 17 271 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 11 459 ანტიგენის ტესტით და 5 812 PCR ტესტით. საქართველოში კორონავირუსის 259 209 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 250 289. გარდაიცვალა 3 208 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 480, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 520. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 283 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google