კახეთში ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსამდე გათბება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თბილი, მზიანი ამინდი იქნება. უწყების ინფორმაციით ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსამდე გათბება.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /