კომენდანტის საათი, სავარაუდოდ ყველაზე ბოლოს მოიხსნება - პაატა იმნაძე
ე.წ კომენდანტის საათი სავარაუდოდ ყველაზე ბოლოს მოიხსნება. ეს დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ცოტა უნდა გავიჭირვოთ, რომ მერე მაქსიმალურად ნორმალურთან მიახლოებული ცხოვრება გვქონდეს გაზაფხულზე, ზაფხულში. არა მგონია, რომ კომენდანტის საათი აპრილშიც გაგრძელდეს. ვნახოთ, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი სიტუაცია იქნება, როგორ დავიცავთ პირბადის ტარების წესს, დისტანციას, როგორ დაიცავს ბიზნესი წესებს”, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google