სოფელ რუისპირში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.შემთხვევა წუხელ მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დაზიანებებით მოათავსა.

ახმეტისკენ მოძრავ BMW- ს მარკის ავტომანქანს გზა გადაუჭრა NISSAN- ის მარკის მანქანამ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google