კახეთში კვლავ თბილი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში კვლავ მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.
უწყების ინფორმაციით, მზიანი ამინდი იქნება გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. +15 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ~ / ამინდი / კახეთი /