ვაჩნაძიანში ავარიის შედეგად დედა და მცირეწლოვანი შვილი დაშავდნენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მომხდარი ავარიის შედეგად
მძღოლი და მისი მცირეწლოვანი შვილი მძიმედ დაშავდა.
ახალგაზრდა ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. ავარიის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო მძღოლმა და არასრულწლოვანმა . ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
| Print |
FaceBook Twitter Google