არ უნდა შევიქმნათ ილუზია,რომ ვირუსი დავამარცხეთ, პირბადე კარგა ხანს დაგვჭირდება- ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პირბადის ტარების აუცილებლობაზე. მისი თქმით, ჯერ არ უნდა შევიქმნათ ილუზია, თითქოს ვიურსი დავამარცხეთ.

„როცა ქვეყანა წავიდა შემსუბუქებისკენ ხალხში კიდევ უფრო იგრძნობა ილუზია, რომ ჩვენ ვამარცხებთ კორონავირუსს, დაახლოებით ისეთი, როგორც ზაფხულში გვქონდა და შეეშვნენ პირბადის ტარებას. როცა შიშის ელემენტი იყო, დეკემბერ–იანვრის მაჩვენებლით, ქვეყანამ პირბადის ტარების 72%–იან მაჩვენებელს მიაღწია. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას და უმოჩილესად ვთხოვ, რომ აუცილებელია პირბადის ტარება, რადგან ესაა მთავარი დამცავი პრევენციული საშუალება ინფექციის შემდგომი გავრცელების. ჩვენ პირბადე კარგა ხანს დაგვჭირდება, ეს გაზაფხული და შემდეგ კიდევ ვიმსჯელებთ რა იქნება“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google