ვაქცინის გაკეთება რეკომენდირებულია ვირუსის გადატანიდან სამი თვის შემდეგ
მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი ვაქცინის გაკეთება ვირუსის დამარცხებიდან სამი თვის შემდეგ შეეძლებათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე მოხდება სამედიცინო პერსონალის აცრა, ამჟამად სპეციალურ პორტალზე მედიკოსების რეგისტრაცია მიმდინარეობს.
„75 000 ადამიანიდან წლევანდელი სამიზნეა – 49 000. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო პერსონალის 7%–მდე არის ინფიცირებული, მათ შორის მეც და არ დამიმალავს ეს. ადამიანები ვისაც გადატანილი აქვთ ვირუსი, იმუნიზაციის შესახებ არსებული ბრძანებით, რეკომანდაციას ვაძლევთ, რომ აიცრან სამი თვის შემდეგ“,–განაცხადა მან.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს, საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს, ვაქცინა საქართველოს სამი დიდი ქალაქის საავადმყოფოებში გადანაწილდება, სადაც აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს. პირველ ეტაპზე საუბარია 29 250 დოზაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google