კახეთში ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე გათბება
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დღეს კახეთში მზიანი ამინდი იქნება. უწყების ინფორმაციით, ტემპერატურა დღის განმავლობაში 18 გრადუსამდე გათბება.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. +15 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /