სოფელ ქვემო ხოდაშნის სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა. 

საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარებული კვლევის შედეგად ვირუსის არსებობა მე- 10 კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც  კლასი ორი კვირის განმავლობაში დისტანციურად ისწავლის.
დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა აგრეთვე თელავის #2 საჯარო სკოლის ნაწილი, სადაც დღეს მე- 5 კლასის მოსწავლეს COVID-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა.


| Print |
FaceBook Twitter Google