უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები ჯერ არ იხსნება- მიხეილ ჩხენკელი
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 15 თებერვლიდან, სკოლების პარალელურად, უნივერსიტეტებში და პროფესიულ სასწავლებლებში, პირდაპირი დასწრების პრინციპით, სასწავლო პროცესი არ განახლდება.

„როგორც იცით, ორშაბათიდან განახლდა სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა. 15 თებერვლიდან უკვე ამ სამ ქალაქშიც და, შესაბამისად, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საკლასო ოთახებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი. რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება, კონკრეტული თარიღების შესახებ, ამასთან დაკავშირებით მომავალში ცალკე განცხადება გაკეთდება “, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google