საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლიდან 6 თებერვლის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.

უწყების ინფორმაციით, შესაძლებელია ნისლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ქარბუქი და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს

| Print |
FaceBook Twitter Google