გაათავისუფლეს თუ არა მერის წარმომადგენლები საგარეჯოსა და სიღნაღში
speqtri.ge-ს ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მერის 15-მდე წარმომადგენელს ხელშეკრულების ვადა აღარ გაუგრძელეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.
რამდენიმე რწმუნებულმა პირად საუბარში განაცხადა, რომ მერიაში გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.
ინფორმაციის გადამოწმებას მერთან გიორგი ერბოწონაშვილთან შევეცადეთ, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა.

ჩვენი წყაროს ცნობით, რამდენიმე რწმუნებულს ხელშეკრულების ვადა აღარ გაუგრძელდა სიღნაღშიც. ინფორმაციას უარყობს მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილიც და ამბობს, რომ ისინი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

| Print |
FaceBook Twitter Google