კახეთში ხე -ტყის უკანონო მოპოვების 137 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 294 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უწყების ინფორმაციიტ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 137 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. მონაცემები რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება: იმერეთში დაფიქსირდა 56 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 23, ქვემო ქართლში - 20, აჭარაში - 19, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18, მცხეთა-მთიანეთში - 11, შიდა ქართლში - 6, გურიაში - 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 419 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 26 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 7 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ხე ტყე /