ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 146 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 227 კვლავ თბილისში გამოვლენილინდა.

რეგიონების მიხედვით კი სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 25, იმერეთი - 83, ქვემო ქართლი - 35, შიდა ქართლი - 44, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 60, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 488, მძიმე პაციენტია 538 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 146 პირი, 274 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 927 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 14 734 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google