კორონავირუსით საგარეჯოელი ქალი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით 106- ე პაციენტი გარდაიცვალა. 83 წლის ქალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურიდან იყო და ის მკურნალობის კურსს საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადიოდა.

ამ ეტაპზე მკურნალობას 591 მოქალაქე გადის, მათ შორის 527 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 64 კი იმყოფება კოვიდ -კლინიკაში იმყოფება. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 667- ია, ხოლო
თვითიზოლაციიდან 77 ადამიანი მოიხსნა.


| Print |
FaceBook Twitter Google