მოსწავლეების მიერ სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ
იქნება.
„სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო არ არის არც ერთი კლასისთვის,
თუმცა, აკრძალულიც არ არის და მოსწავლეებს შეუძლიათ ატარონ“, -
აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო
საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის
რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში სკოლები 15 თებერვლიდან მუშაობას
საკლასო ოთახებში განაახლებენ.
მასალის გამოყენების პირობები