არასამთავრობო ორგანიზაციები კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით მთავრობას მიმართავენ
ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას ე.წ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:
• „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI);
• „ადამიანის უფლებათა ცენტრი” (HRC);
• „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი” (IDSD);
• „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო” (TI Georgia);
• „თანასწორობის მოძრაობა”;
• „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” (RIVG).

ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, მოხსნას კომენდანტის საათი და შეწყვიტოს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ადამიანის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა და არაკონსტიტუციური ღონისძიებების გამოყენება.

შეგახსენებთ, რომ, კომენდანტის საათი საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს, მოქალაქეებს გადაადგილება 21:00–დან 05:00 საათამდე ეკრძალებათ, ამ პერიოდში მოძრაობა მხოლოდ სპეციალური საშვით დაიშვება, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია გასცემს.

| Print |
FaceBook Twitter Google