ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 141 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 246 თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 30, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 21, გურია - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 510, საიდანაც: 2 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 509 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 141 პირი, 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 984 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 14 632 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google