ღია და დახურულმა ბაზრობებმა მუშაობა განაახლეს
დღეიდან მუშაობა განაახლეს ღია და დახურულმა ბაზრობებმა. ჯანდაცვის სამინისტრომ მათ გარკვეული მოთხოვნები დაუწესა. მთავარი წესი პირბადის გაკეთება და სოციალური დისტანციის დაცვაა.
ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა მეწარმეებისა და თანამშრომლების ტესტირება, რომელიც ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება. შეზღუდვების შემსუბუქება არ ვრცელდება კვირის უქმე დღეებზე.

| Print |
FaceBook Twitter Google