ამ ეტაპზე კომენდანტის საათის გაუქმების საკითხი არ განიხილება – ამირან გამყრელიძე
კომენდანტიის საათის მოხსნის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგან ე.წ დადებითობის მაჩვენებლის ერთჯერადი შემცირება შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველს არ იძლევა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კომენდანტის საათის გაუქმებამდე ე.წ დადებითობის მაჩვენებლი მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს.

„კომენდანტის საათის გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. უნდა დავუკვირდეთ ხვალინდელი შემსუბუქების შემდეგ სიტუაციას, როგორი იქნება, როცა გაიზრდება მობილობა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კი დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს და ინციდენტობის მაჩვენებელიც, მაგრამ აბსოლუტურ რიცხვში ის 400 შემთხვევა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ბევრია, ამიტომ ამ მონაპოვარს, რაც გვაქვს ახლა სტაბილიზაციისკენ უნდა გავუფრთხილდეთ. პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, არა დიდ შეკრებებს, არა დიდ ნადიმებს - აი ეს ჩვენ დაგვჭირდება კიდევ კარგა ხანს”, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google