კორონავირუსის კიდევ 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 204 ადამიანს დაუდასტურდა, 736 კი გამოჯანმრთელდა.
უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 6 593 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 3 887 ანტიგენის ტესტით და 2 706 PCR ტესტით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 262 228 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 254 350, გარდაიცვალა 3 298 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 446, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 229. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google