ამ დროისთვის კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,09%
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,09%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3.84%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი - 3.69%.
სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 736 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 254 350-მდე. დღე-ღამეში გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 3 298 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google