ახაშნის, ნანიანისა და კაჭრეთის სკოლებში კორონავირუსი დაფიქსირდა
ახაშნის, კაჭრეთის და ნანიანის საჯარო სკოლები დღეიდან ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა.მიზეზი კორონავირუსის შემთხვევებია. 
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, ახაშნის სკოლაში ვირუსი პედაგოგს, ხოლო კაჭრეთში მოსწავლეს დაუფიქსირდა.
„დღეიდან კიდევ სამი სკოლა ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა. რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეული კლასები ონლაინ რეჟიმით ისწავლიან. ახაშენში არის: მეექვსე, მეცხრე და მეთერთმეტე კლასი, კაჭრეთში-მეთერთმეტე კლასი, ხოლო ნანიანში მეხუთე, მეექვსე კლასები. გარდა ამისა, ჰიბრიდულ მოდელზე უკვე გადასული იყო გურჯაანის მეორე და მეოთხე სკოლა. რაც შეეხება ბაკურციხეს ის დაკეტილია. ამ დროისთვის დანარჩენი სკოლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ყველგან მიმდინარეობს პედაგოგების ტესტირებები. რა შედეგები დაიდება წინსწრებით ჯერ არვიცით. რაც იქნება საჭირო ისე მოვიქცევით.“

მისივე თქმით ბაკურციხის სკოლა 15 თებერვალს განაახლებს მუშაობას.

| Print |
FaceBook Twitter Google