თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდა
დღეიდან ქალაქ თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდა.  ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმუშავებს და თავდაპირველად მოქალაქეებს მგზავრობა უფასოდ შეეძლებათ.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი და თელავის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე ახლადაშენებული ავტოსადგომიდან ახალი ავტობუსების მარშრუტებზე პირველად გასვლის ღონისძიებას დაესწრნენ და ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად იმგზავრეს.

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავს 8.5-მეტრიანი, 5 ახალი ავტობუსი გადაეცა. ახალი ავტობუსები 50 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

არსებული 5 ერთეული ავტობუსი ქალაქის ტერიტორიაზე შეასრულებს მარშრუტებს. უახლოეს პერიოდში თელავს 5 ერთეული ავტობუსი კიდევ გადაეცემა და ამ ეტაპზე შემუშავებული პირველადი მარშრუტების ოპტიმიზაცია მოხდება.



| Print |
FaceBook Twitter Google