სოფელ გურჯაანის ბაღის რეაბილიტაცია სრულდება
სოფელ გურჯაანში ნომერ პირველი საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში გარემონტდა ოთახები და მოეწყო სველი წერტილები.
„ბაღის სარეაბილიოტაციო სამუშაოები მაქსიმუმ ერთ კვირაში დამთავრდება. მოწესრიგდა და მოიჭიმა იატაკები, ჩატარდა კოსმეტიკური რემონტი, სამუშაობისთვის 65 ათას ლარამდეა დახარჯული. “

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მარტში შენობაში ძიძამ ღუმელთან ქვეწარმავალი აღმოაჩინა, რის შედეგაც ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.

| Print |
FaceBook Twitter Google