სოფელ რუისპირისა და ლაფანყურის სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა
თელავის მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსი დაუდასტურდა სოფელ რუისპირის მე- 10 კლასის ორ და სოფელ ლაფანყურის 11- ე კლასის ერთ მოსწავლეს.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კლასები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.

ეპიდემიოლოგების შეფასებით, შემსუბუქებული შეზღუდვების ფონზე, კახეთის რეგიონის მასშტაბით ეპიდსიტუაცია მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.


| Print |
FaceBook Twitter Google