I-XII კლასების პროგრამის ექსტერნად დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა
განათლების სამინისტრომ, I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.

უწყების ინფორმაციით, მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 12 თებერვლის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2021 წლის 18 თებერვლიდან 2021 წლის 6 მარტის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google